სტუდენტები საქართველოს პოლოციის აკადემიაში მიიწვიეს

© FB/МВД Грузииკარიერული განვითარების ფორუმი
კარიერული განვითარების ფორუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმი პოლიციის აკადემიაში, რომელშიც სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, ახალი კადრების მოზიდვის მიზნით ჩატარდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. 13 უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა 200-მდე სტუდენტმა  კარიერული განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შს სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა. შს სამინისტროს სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებმა სტუდენტებს უწყებაში კონკრეტული სამსახურებისა და ვაკანხიების შესახებ მოუყვნენ. ფორუმზე ასევე   სამინისტროს შეიარაღება და სპეცტექნიკა იყო წარმოდგენილი. სტუდენტებს ტაქტიკური სწავლებებიც უჩვენეს.

„როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შსს-ს ქვედანაყოფების წვრთნები - Sputnik საქართველო
შსს-ს ქვედანაყოფებმა თავიანთი უნარების ჩვენება მოაწყვეს

ფორუმის მთავარი ამოცანა  კვალიფიციური და მოტივირებული კადრების მოზიდვა იყო, ასევე შს სამინისტროს მუშაობის პრინციპების შესახებ სტუდენტთა ინფორმირება.

ფორუმს ესწრებოდნენ შინაგან საქამეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მთვრობის სხვა წევრები.

სტუდენტებს უჩვენეს შს სამინისტროს პოლიციის აკადემიაში დისტანციური სწავლების პრინციპები, რომლის მეშვეობით  შესაძლებელია როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების მიღება. სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ ეს სიახლე აკადემიაში სწავლის პროცესს უფრო მოქნილს გახდის.

კარიერული განვითარების ფორუმი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0