შსს-ს ქვედანაყოფებმა თავიანთი უნარების ჩვენება მოაწყვეს

© сайт МВД Грузииშსს-ს ქვედანაყოფების წვრთნები
შსს-ს ქვედანაყოფების წვრთნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა წვრთნა ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ერთობლივი მოქმედებების საჩვენებელ წვრთნებში საქართველოს შსს-ს სხვადასხვა უწყებამ მიიღო მონაწილეობა. 

წვრთნები მიზნად ისახავდა შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ასეთი სწავლება ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას“, — განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

© საქართველოს შსს-ს ვებგვერდიშსს-ს ქვედანაყოფების წვრთნები
შსს-ს ქვედანაყოფების წვრთნები - Sputnik საქართველო
შსს-ს ქვედანაყოფების წვრთნები

სასწავლო წვთნებში მონაწილეობდნენ: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

წვრთნების მიმდინარეობას, მინისტრთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებისთვის ჯავშანტექნიკის, იარაღებისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.


ყველა ახალი ამბავი
0