ნიკოლეიშვილი: კიწმარიშვილის მანქანაში მეორე პირი არ იმყოფებოდა

© Главная прокуратура Грузииმანქანა რომელშიც გარდაცვლილი კიწმარიშვილი იპოვეს
მანქანა რომელშიც გარდაცვლილი კიწმარიშვილი იპოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი ექსპერტი ადასტურებს გამოძიების ვერსიას იმაზე, რომ გასროლის მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში მეორე პირი არ იმყოფებოდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალების მომენტში ავტომაქნანაში მარტო იმყოფებოდა, თვლის დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

„იმ სისხლის წვეთებიდან და განლაგებიდან გამომდინარე მანქანაში ნამდვილად ვერავინ ვერ იქნებოდა. რაც შეეხება იმას, ეს  თვითმკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.“ —აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: ეროსი კიწმარიშვილმა თავი ვალების გამო მოიკლა
 

ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, 2014 წლის 15 ივლისს აღმოაჩინეს თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, საკუთარ ავტომობილში, საჭესთან. იქვე იდო იარაღი, რომელიც სწორედ იმ დღეს იყო მის სახელზე დარეგისტრირებული. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ – აღიძრა.

გამოძიების მტკიცებულებით, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი არავის მოუკლავს გამოძიება ამ საქმეზე უკვე დასრულდა. 


ყველა ახალი ამბავი
0