პროკურატურა: ეროსი კიწმარიშვილმა თავი ვალების გამო მოიკლა

გამოწერა
გამოძიების მტკიცებულებით, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი არავის მოუკლავს. გამოძიება ამ საქმეზე დასრულდა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა თავი დიდი ვალის გამო მოიკლა, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. პროკურატურამ საქმე დახურა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ადვოკატი: კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ყოვნდება

ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, 2014 წლის 15 ივლისს აღმოაჩინეს თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, საკუთარ ავტომობილში, საჭესთან. იქვე იდო იარაღი, რომელიც სწორედ იმ დღეს იყო მის სახელზე დარეგისტრირებული. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“ – აღიძრა.

„მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ”, — ნათქვამია განცხადებაში.

ეს გამოძიების შეწყვეტის საფუძველი გახდა, აღნიშნეს პროკურატურაში.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ კიწმარიშვილს ჰქონდა 312 ათასი აშშ დოლარისა და 120 ათასი ლარის ოდენობის ვალი. ასევე საკუთარი ბინა დატვირთული ჰქონდა იპოთეკით, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0