საქართველო საერთაშორისო სამთო კონფერენციაში პირველად მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამიტზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდება, განსახილველი საკითხები მთის თემატიკას უკავშირდება.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველომ მთის საერთაშორისო სამიტზე მიწვევა მიიღო. სამიტი საფრანგეთში, კურორტ შამონზე 2018 წელს გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები

ქართული დელეგაცია ივნისში საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ფრანგ კოლეგებთან შეხვედრები გამართა და კურორტ შამონის მერის ერიკ ფურნიესგან ამ ღონისძიებაზე მიწვევა მიიღო.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ. მას ესწრებოდნენ შამონის მერი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შამონის დელეგაცია სვანეთს, კერძოდ, მესტიას ეწვევა და რეგიონის ტურისტულ და სპორტულ პოტენციალს გაეცნობა.

ყველა ახალი ამბავი
0