საქართველოს ზამთრის კურორტები

გამოწერა

საქართველოში ზამთრის საკურორტო სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყება და მარტის თვის შუა რიცხვებამდე გრძელდება. რა ფასებია ზამთრის კურორტებზე, რა მდგომარეობაა სამთო-სათხილამურო ბაზებზე და ასევე ტრასების სირთულეებზე ჩვენი ინფოგრაფიკის მეშვეობით გაიგებთ.

საქართველო არა მარტო თავისი სტუმართმოყვარეობით, ცეკვითა და სიმღერითაა ცნობილი, არამედ უნიკალური ბუნებითა და მთის კურორტებით, რომლებიც ერთნაირად პოპულარულია დამსვენებლებში როგორც ზაფხულის ისე ზამთრის პერიოდში.

მაგალითად, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ახალი კურორტი,  რომელიც აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს ერთმანეთთან, ტურისტების მისაღებად მზადაა. იქ 35 ადგილზე გათვლილი სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს.

რაც შეეხება კურორტ გუდაურს, იქ ამ წელსაც გაიმართება ჰელისკი. ეს სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაა, რომელიც სასრიალო ბილიკებისგან შორს მდებარე ველური მთების ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს და ამწე საშუალებად ვერტმფრენს იყენებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის მრავალ კურორტზე ეს სახეობა აკრძალულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0