ექსპერტები თვლიან რომ სტამბულის მახლობლად შესაძლოა 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდეს

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიბოსფორის სრუტე სტამბულში
ბოსფორის სრუტე სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანდილის ობსერვატორიამ დაადგინა, რომ პრინცის კუნძულებთან მდებარე გეოლოგიურ ნაპრალში მაღალი დაძაბულობაა. გარდა ამისა გამოკვლეულ იქნა ცუნამის შესაძლებლობა მარმარილოს ზღვაში.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სტამბულის სიახლოვეს მდებარე პრინცის კუნძულებთან არსებული გეოლოგიური რღვევის გასწვრივ მზარდი დაძაბულობა შესაძლოა 7-ბალიან მიწისძვრაში გადაიზარდოს, ამის შესახებ ნათქვამია ბოსფორის უნივერსიტეტის კანდილის ობსერვატორიის კვლევებში. 

პროექტ MARSite-ის ფარგლებში, რომელსაც უნივერსიტეტი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს, სამი წლის მანძილზე ექსპერტები აკვირდებოდნენ მარმარილოს ზღვასა და მის მიმდებარე ქალაქებსა და სასოფლო–სამეურნეო რაიონებს. მიღებული ინფორმაცია გახდა საფუძველი შემდგარიყო რაიონის რისკების ხარისხის მოდელი.

30 წამში დანგრეული ქალაქი. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრა სპიტაკში - Sputnik საქართველო
30 წამში დანგრეული ქალაქი. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრა სპიტაკში
 

როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Hürriyet Daily News-ზე დაყრდნობით იუწყება, კვლევების შედეგად გამოვლინდა მაღალი დაძაბულობის არსებობა პრინცის კუნძულების მახლობელ გეოლოგიურ ქანებში, ამასთან იმდენად მაღალის, რომ მას შეუძლია ძლიერი მიწისძვრის გამოწვევა. ასევე გამოიკვლიეს ცუნამის შესაძლებლობა მარმარილოს ზღვაში და შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემა. 

2015-2025 წელზე ქალაქების რისკების ინდექსის (City Risk Index) თანახმად, რომელიც სადაზღვევო კომპანია Lloyd's-მა შეიმუშავა, იმის ალბათობა, რომ უახლოეს 30 წელიწადში სტამბულში 7.0 ბალის ან უფრო მაღალი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება, 65%-ის ტოლია.

ყველა ახალი ამბავი
0