თბილისში ცხოველების მსხვერპლშეწირვა გააპროტესტეს

© Sputnik/Levan Avlabreliაქცია ცხოველთა მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ
აქცია ცხოველთა მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა „ლომისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი ცხვრებისა მასობრივი მსხვერპლშეწირვა გააპროტესტეს.

თბილისი, 21 ივნისი— Sputnik. „არა მსხვერპლშეწირვას“-ამ სახელწოდებით პროტესტის აქცია თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან ჩატარდა. 

პარლამენტთან დაახლოებით 20 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც  „ლომისობის“ დღესასწაულის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ. წელს „ლომისობას“ 22 ივნისს აღნიშნავენ.

„მსხერპლშეწირვის რიტუალების გამო კლავენ ძალაიან ბევრ უცოდველ ცხოველს. „ლომისობის“ დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ჩვენ სიმბოლურად გადავწყვიტედ აქციის ჩატარება და მასიური სისხლისმღვრელი წეს-ჩვეულება გავაპროტესტეთ“,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნინო ტურიაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მრავალრიცხოვანი პეტიციების მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

გოგონები ერთ-ერთ პარკში - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოველის მოკვლისთვის, შესაძლოა, პატიმრობა დაწესდეს

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ვეწინააღმდეგებით ცხოველების რიტუალურ მკვლელობებს“, „ არა ლომისობაზე დაღვრილ სისხლს“, „დაიცავი დაუცველი“ და ა.შ.

წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირას მორწმუნეები იკრიბებიან, რომ მთის მწვერვალზე IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში „ლომისობა“ აღნიშნონ. 

მთელი დღის განმავლობაში ოჯახები  მცირეწლოვანი ბავშვებით და მოხუცები ეკლესიამდე გრძელ და დამქანცველ გზას გადიან. ის სოფელ მლეთასთან მდებარეობს, გუდაურიდან 10 კილომეტრში სამხრეთით.

ითვლება, რომ „ლომისობა“ ადრეული ქრისტიანული საეკლესიო დრესასწაულია. მორწმუნეებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიას განსაკუთრებული ძალა გააჩნია. სხვა ვერსიის თანახმად, „ლომისობა“ ქრისტიანობამდელ პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული აღინიშნება.

ლეგენდის თანახმად, ლომისი იყო წმინდანი, რომელმაც ხორასმში ხარზე შემჯდარმა 7 ათასი მონა გაანთავისუფლა, რის მერე მლეთას მთაზე დამკვიდრდა. დღეს წმინდანს უშვილოები გვარის გაგრძელებას სთხოვენ, უსინათლოები-მხედველობის დაბრუნებას, მიწის და საქონლის ნაყოფიერებას.

შარშან ლომისობაზე 10 ათასი მომლოცველი შეიკრიბა, ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე 20 ადამიანმა ტრავმები მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0