ფეხბურთის გულშემატკივრებმა ჟურნალისტების ავტობუსზე იერიში მიიტანეს

© photo : Наталья Кузина, "Советский спорт"ავტობუსი ჟურნალისტებით
ავტობუსი ჟურნალისტებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კორესპონდენტი ანა კოლტაკოვა ყვება, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ რუს გულშემატკივრებს ტულუზაში ეროვნული ნაკრების წაგების გამო.

ტულუზა, 21ივნისი— Sputnik.  საღამოს რუსეთ-უელსის მატჩის შემდეგ მოხდა ინციდენტი მასმედიის ავტობუსთან და მოძრაობა „რუსეთს უყვარს ფეხბურთი“ აქტივისტებთან დაკავშირებით.
„როდესაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტები ვიკრიბებოდით, ცოტათი გვეშინოდა იმის გამო რომ ჩვენი ავტობუსი შეიძლება რუსეთის ნაკრების ავტობუსი ეგონოთ. საქმე ისაა, რომ ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. სადაც არ უნდა გამოვჩენილვიყავით, ყველას ეგონა, რომ რუსი ფეხბურთელები მოდიან. ნაკრების ძალიან გულდასაწყვეტი წაგების გამო ეჭვები გვქონდა, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ექნება რაღაც პროვოკაციებს. მართლაც, გამვლელი ფანები იხედებოდნენ ჩვენ ავტობუსში და კითხულობდნენ, აქ ხომ არ არის ნაკრები. ვიღაცამ ავტობუსზე დააწერა სიტყვა „სირცხვილი“ სამი ძახილის ნიშნით, მაგრამ ჩვენ მალევე წავშალეთ წარწერა“, ყვება ანა კოლტაკოვა.
მისი სიტყვებით, ჟურნალისტები უელსის ფანებთან ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი პროვოკაციები არ ყოფილა. „მათი რეაქცია საოცრად მშვიდი იყო“.

ფეხბურთი. ევრო 2016 - Sputnik საქართველო
ევრო 2016: ექსპერტთა მოსაზრებები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შესახებ

საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩში რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებმა წააგეს უელსის ეროვნულ ნაკრებთან და ვერ გავიდნენ ფლეი-ოფში. „ბ“ ჯგუფის მესამე ტურის მატჩი, რომელიც ტულუზაში ჩატარდა, უელსის ნაკრების სასარგებლოდ  ანგარიშით 3:0 დამთავრდა. რუსეთის კარში გოლები გაიტანეს არონ რემზიმ(მე-11-ე  წუთზე), ნილ ტეილორმა (20) და გარეთ ბეილმა(67).

ყველა ახალი ამბავი
0