თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ ავსტრიაში სეზონისწინა შეკრება დაიწყო

© FC Dinamo"დინამო" ავსტრიაში
დინამო ავსტრიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები ბულგარეთის, ისრაელისა და უკრაინის გუნდებს შეხვდებიან.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში თბილისის „დინამომ“ ავსტრიის საკურორტო ქალაქ სანკტ-იოჰანში წინასეზონური შეკრება დაიწყო, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
ქართული საფეხბურთო კლუბების მეტოქეები ევროთასზე გარკვეულია

ავსტრიაში ყოფნის ორი კვირის განმავლობაში ისინი ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. პირველი თამაში ვარშავის „ლეგიის“ წინააღმდეგ 23 ივნისს არის დაგეგმილი.

იურაი იარაბეკის გუნდი შემდეგ ორთაბრძოლას 26 ივნისს „ლუდოგორცთან“ (რაზგრადი) გამართავს, ხოლო 29 ივნისს „მაქაბის“ (ჰაიფა) დაუპირისპირდება. შეკრება კიევის „დინამოსთან“ შეხვედრით (4 ივლისს) დასრულდება.

თბილისის „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, სადაც სტარტს მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან აიღებს. თბილისური კლუბის მეტოქე სომხეთის გუნდი „ალაშკერტი“ იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0