საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია მისი შეჩერების მექანიზმის მიღებაზეა დამოკიდებული

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიეროპარლამენტის შენიბა სტრასბურგში
ეროპარლამენტის შენიბა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი შეიძლება ევროკავშირის მიერ ამ რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მიღებამდეც შეიცვალოს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოსთან ევროკავშირი სავიზო რეჟიმს შეარბილებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში შეთანხმდებიან აღნიშნული რეჟიმის მოქმედების ექსტრემალურად შეჩერების მექანიზმზე იმ შემთხვევისთვის, თუ მისი დარღვევა მოხდა, განუცხადა ჟურნალისტებს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა.

„ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველო ასრულებს სავიზო ლიბერალიზაციის მოქმედების გეგმას. რამდენიმე ქვეყანაში ეს უფრო მეტ დროს იკავებს. იმედი მაქვს, რომ (ნიდერლანდების) წარმომადგენლობა (ევროკავშირში) საკმაოდ მალე წარმოადგენს წინადადებას ვიზალიბერალიზაციაზე“, — თქვა რეინდერსმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ვიზებს ოქტომბრამდე გააუქმებს
 

მას იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტი „საკმაოდ სწრაფად მიიღებს შეჩერების მექანიზმს, რომელიც საერთო ხასიათისაა“, და ევროპარლამენტში ხმის მიცემის მომენტიდან შესაძლებელი იქნებოდა ვიზალიბერალიზაციაზე მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედება. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცვლილების ამოქმედების გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნას ამ რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრამდეც. 

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს უკვე ამ ზაფხულს შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. 

ყველა ახალი ამბავი
0