საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ს ობლიგაციები განთავსდა

© photo: Sputnikეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს სს Galt & Taggart-ი.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება, ამის შესახებ ორშაბათს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლის 17 ივნისს პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლადპროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერტიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში. 

აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების ბაზარს დაარეგულირებს

ევრობანკის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების სამივე გამოშვებიდან მიღებული შემოსავალი მიემართება მისი ძირითადი პროექტების დასაფინანსებლად. ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი აქვს გაცემული, ჯამში დაახლოებით 380 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგოეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

ევრობანკი საქართველოში მოწინავე ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკს ჯამში ინვესტირებული აქვს 2.7 მილიარდი ევრო 195 პროექტის ფარგლებში, რაც მოიცავს სფეროებს: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ევრობანკის კაპიტალდაბანდების 90 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.

ყველა ახალი ამბავი
0