თბილისი, 20 ივნისი —Sputnik. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა, სერჟ სარგსიანმა და ილჰამ ალიევმა ზოგიერთ საკითხებში ურთიერთგაგებას მიაღწიეს, რომელთა გადაწყვეტა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესის მიღწევას გამოიწვევს.
„რიგ საკითხებში ურთიერთგაგებას მივაღწიეთ, რომელთა გადაწყვეტა მთიანი ყარაბაღის დარეგულირების პროგრესისათვის პირობებს შექმნის“,-ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში დღევანდელი შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.
სამი ქვეყნის ლიდერები ყარაბაღის დარეგულირების თაობაზე სამმხრივი რეგულარული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის პრობლემატიკაზე რეგულარული კონტაქტების მნიშვნელობა აღნიშნეს და მათ გაგრძელებაზე იგივე ფორმატში შეთანხმდნენ,OSCE-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მუშაობასთან პარალელურად, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სანქტ-პეტერბურგის შეხვედრის დასკვნით ნაწილზე“,-ნათქვამია დოკუმენტში.
ზავის დადების მომენტიდან 2-5 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე მძაფრი ესკალაცია მოხდა. ერევანი აზერბაიჯანის მხრიდან შეტევითი ხასიათის მოქმედებების შესახებ იუწყებოდა, ამავე დროს ბაქოში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შესახებ განაცხადეს. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კონფლიქტის ორივე მხარემ დანაკარგი განიცადა. მოგვიანებით, 5 აპრილს მხარეები სამხედრო მოქმედებების შეჩერების თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა დარღვევები 16 მაისამდე გრძელდებოდა. ამ დღეს ვენაში OSCE მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების(რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს) შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება 1994 წლის დაზავების შესახებ შეთანხმებების აუცილებელი შესრულების შესახებ და 1995 წლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ინციდენტების მონიტორინგი და OSCE-ს მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში ინციდენტების გამოძიების მექანიზმის დანერგვა.