თბილისი, 20 ივნისი– Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე გათბება, თუმცა ხანმოკლე წვიმები შენარჩუნდება, გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება სანფორმაციო საგენტო Новости-Грузия.
სამშაბათს, 21 ივნისს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ღამით და დილით მოსალოდნელია ხანმოლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით-29-34. მაღალ მთაში ღამით პლიუს 8-13 იქნება, დღისით-24-29 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 13-18 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-27-32. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 6-11, დღისით-14-18 გრადუსი სითბო.
თბილისში ხანმოლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი. ღამით 16 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 31.
ოთხშაბათს, 22 ივნისს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით-31-36. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12, დღისით-23-28 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით იქნება პლიუს 14-19, დღისით 28-33 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი, დღისით 16-21 გრადუსი სითბო.
თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 18 გრადუსი სითბო იქნება, დღისით-31.
ხუთშაბათს, 23 ივნისს, დასავლეთით დღისით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. წვიმიანი ამინდი ღამით აღმოსავლეთშიც იქნება, შესაძლებელია სეტყვა. ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 18-23 გრადული სითბო, დღისით-31-36. მაღალ მთაში ღამით 7-12, დღისით-23-28 გრადუსი სითბო. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ღამით იქნება 16-21, დღისით-28-33 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 8-13, დღისით-18-23 გრადუსი სითბო.
თბილისში ღამით მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა ღამით 18 გრადუსი იქნება, დღისით-32 გრადუსი სითბო.
საქართველოს ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე მცირე ნალექი შენარჩუნდება, ძირითადად საღამოს და ღამით.