თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. იაპონელების ჰაერის ტემპერატურის მკვეთი მომატებას მოუმზადებელი შეხვდნენ — სიცხის გამო საავადმყოფოში 178 ადამიანი მოათავსეს, მათგან ერთი უგონო მდგომარეობაშია, იუწყება ტელეკომპანია NHK ადგილობრივი ოპერატიული სამსახურებიზე დაყრდნობით.
იაპონიაში თერმომეტრის ნიშნული 32-35 გრადუსს მიაღწია. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 47 პრეფექტურიდან 32-ში დაფიქსირდა.
საიტამისა და გუმას პრეფექტურებში წელს პირველად დაფიქსირდა 35 გრადუსი სითბო, ტოკიოსა და კიოტოში კი 33 გრადუსი.
ყველაზე ცხელმა დღემ თავისი უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე. ძირითადად დაზარალდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დახურულ შენობებში სპორტით არიან დაკავებული და ასაკოვანი ადამიანები, რომლებმაც მზის დარტყმა მიიღეს.
სინობტიკოსები ამ დღეებში ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნას პროგნოზირებენ.