სანკტ-პეტერბურგში პუტინის, ალიევისა და სარგსიანის შეხვედრა დაიწყო

© photo : Официальный сайт президента Азербайджанаრუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთს არსებული პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს. აზერბაიჯანი კი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების პროცესისათვის „კონსტრუქტიული დინამიკის მინიჭებას“ შეძლებენ.

თბილისი, 20ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეძთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა ყარაბაღის ურეგულირების თაობაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შუამავლობით მიმდინარეობს, სტრელნაში კონსტანტინოვის სასახლეში დაიწყო.

სამმხრივ შეხვედრას წინ უსწრებდა ვლადიმერ პუტინის ორი შეხვედრა ჯერ სომხეთის, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან.

პუტინთან საუბრისას სარგსიანმა დაადასტურა, რომ სომხეთს არსებული პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს.

ალიევმა კი თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესს „კონსტრუქტიული დინამიკის მინიჭებას“ შეძლებენ.

ვენა - Sputnik საქართველო
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ესკალაციის შემდეგ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს

ზავის დადების მომენტიდან 2-5 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე მძაფრი ესკალაცია მოხდა. ერევანი აზერბაიჯანის მხრიდან შეტევითი ხასიათის მოქმედებების შესახებ იუწყებოდა, ამავე დროს ბაქოში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შესახებ განაცხადეს. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კონფლიქტის ორივე მხარემ დანაკარგი განიცადა. მოგვიანებით, 5 აპრილს მხარეები სამხედრო მოქმედებების შეჩერების თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა დარღვევები 16 მაისამდე გრძელდებოდა. ამ დღეს ვენაში OSCE მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს)  შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება 1994 წლის დაზავების შესახებ შეთანხმებების აუცილებელი შესრულების შესახებ და 1995 წლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ინციდენტების მონიტორინგი და OSCE-ს მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში ინციდენტების გამოძიების მექანიზმის დანერგვა.

ყველა ახალი ამბავი
0