სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ესკალაციის შემდეგ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივენა
ვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში საერთაშორისო შუამავლები რუსეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-იდან კონფლიქტის მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას აპირებენ.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა აპრილში მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შემდეგ პირველად ავსტრიის დედაქალაქ ვენაშია დაგეგმილი.

მოლაპარაკებებზე შუამდგომლები იქნებიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების — რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ყველა მხარე ვენაში ჩასვლას ადასტურებს.

ყარაბახის კონფლიქტის ზონა - Sputnik საქართველო
თბილისი ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სარქისიანისა და ალიევის შეხვედრა სერგეი ლავროვის, ჯონ კერისა და ჟან-მარკ ეიროს მონაწილეობით, არსებული ვითარებიდან პოლიტიკური გამოსავლის ძებნის კურსს განამტკიცებს.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ 2 აპრილს გააკეთეს განცხადებები. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, თუმცა მას შემდეგ ორივე მხარე აქვეყნებს ინფორმაციებს ამ რეჟიმის დარღვევის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0