თბილისი ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიყარაბახის კონფლიქტის ზონა
ყარაბახის კონფლიქტის ზონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მომხრეა და მხარს უჭერს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველო ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა, განაცხადა კვირას გაბალაში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. 

„საქართველო ყარაბაღში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვიყოთ სტაბილურობის პაქტის ნაწილი, რომ ვიყოთ მშვიდობის ნაწილი“, — განაცხადა ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე. 

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ 2 აპრილს გააკეთეს განცხადებები. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, თუმცა მას შემდეგ ორივე მხარე აქვეყნებს ინფორმაციებს ამ რეჟიმის დარღვევის შესახებ.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0