კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო

© თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიკადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პირველად სამხედრო სასწავლებელი გოგონებისთვისაც გააღებს კარს, მათთვის 20 ადგილია გამოყოფილი.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის, სასწავლებლის ისტორიაში პირველად, გოგონებსაც მიიღებენ, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ლიცეუმში მიღება ორშაბათს დაიწყო და უკვე შესულია 50-მდე განაცხადი, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა. 

ლიცეუმში საბუთების მიღება 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად კი, აპლიკანტებს ფიზიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარება მოუწევთ.

ფიზიკური ტესტი 60 და 2000 მეტრ დისტანციებზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვას მოიცავს. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

მათემატიკური დავალება - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად სკოლის ცოდნა საკმარისი არაა

ლიცეუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრება, რომელთაგან 106 ვაჟი, ხოლო, 20 — გოგონა იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0