საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კარელიაში დაღუპულ ბავშვთა ოჯახებს უსამძიმრებს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე რუსეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარებას გამოთქვა რუსეთის ბავშვთა ბანაკში მოზარდების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“,- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კარელიაში ბავშვები დაიღუპნენ - Sputnik საქართველო
კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მოსკოვში 20 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კარელიაში ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკ „პარკ-ოტელ სიამოზეროს“ ბავშვები და ინსტრუქტორები შაბათს ტბაზე შტორმში მოყვნენ. ტურისტულ ჯგუფში 51 ადამიანი იყო, აქედან ოთხი — უფროსი. ბოლო მონაცემებით, 14 ბავშვი დაიხრჩო, 13 ცხედარი ნაპოვნია, კიდევ ერთი დაღუპულის ძებნა გრძელდება.

რუსეთის საგანგებო ვითარებების მინისტრის ვლადიმერ პუჩკოვის განცხადებით, ბანაკი, სადაც ტრაგედია მოხდა, იხურება.

ყველა ახალი ამბავი
0