თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. კარელიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოსკოველი ბავშვები დაიღუპნენ, ორშაბათი მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით გლოვის დღედ გამოცხადდა.
„კარელიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით, ხვალ მოსკოვში გლოვის დღეა გამოცხადებული“, — დაწერა სობინინმა თავის მიკრობლოგზე Twitter-ში.
ორშაბათი ასევე გლოვის დღედ გამოცხადდა კარელიაში.
კვირას, საბავშვო გამაჯანსაღებელი ბანაკის „პარკ-ოტელ სიამოზეროს“ დამსვენებლები წყალსაცავზე ნავებით სეირნობისას შტორმში მოხვდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, ტურისტულ ჯგუფში 51 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან 4 მოზრდილი იყო. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 15 დაღუპული ბავშვი იპოვეს.