თელავის პარკში წიგნების კასრს განათავსებენ

© Fotolia / adistockწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კასრში დაახლოებით 300 წიგნი მოთავსდება. მათგან ნებისმიერის აღება, წაკითხვა და დაბრუნება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა თელავში 24 ივნისს ათეულობით წიგნით სავსე კასრს განათავსებს. ნებისმიერ მსურველს შეეძლება წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება, განუცხადა Sputnik-ს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან მოსიაშვილმა.

თელავში წიგნის კასრის პრეზენტაცია ქართულ-ფრანგული ერთობლივი კულტურული პროექტის ფარგლებში 24-25 ივნისს გაიმართება. მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ცოდნის გაღრმავებაა.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში გვიცნობდნენ არა მხოლოდ ქართული ღვინის წყალობით, არამედ ჩვენი ცოდნით, ინტელექტით… კასრს თელავის პარკში დადგამენ, როგორც იმის სიმბოლოს, რომ კახეთი ღვინის სამშობლოა“, — განაცხადა მოსიაშვილმა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია ფრანგული ორგანიზაცია Club de Chance, რომელიც ახორციელებს პროექტს „დახატე მსოფლიო“. სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებს ორგანიზაციაში ამ თემაზე დახატული სურათების გაგზავნას სთხოვენ. ორგანიზაცია გამარჯვებულს გამოავლენს და მას საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვევს.

წიგნის ბუდეები - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალაქებში „წიგნის ბუდეებს“ ამონტაჟებენ

მოსიაშვილი თელავის სამხატვრო სკოლის 30 მოსწავლესთან ერთად კონკურსისთვის სურათების შექმნას გეგმავს. ამის შემდეგ ის ათ საუკეთესო ნახატს შეარჩევს და საფრანგეთში გაგზავნის.

„ჩემთვის პატივია, მშობლიურ რეგიონში ბავშვებთან ერთად დავხატო. წარმოშობით თელავიდან ვარ და რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ამ პროექტში ჩემი თანაქალაქელი გაიმარჯვებს. თელავის სამხატვრო სკოლაში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. საქართველოში მასტერ-კლასს პირველად ჩავატარებ. ჩემი მიზანია, რეგიონებში ნიჭიერი ბავშვები გამოვავლინო, გავზარდო მათში კითხვის სიყვარული, დავეხმარო განვითარებაში“, — აღნიშნა მოსიაშვილმა.

მოსიაშვილი, რომელიც 18 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს, პერიოდულად საქართველოში ჩამოსვლასა და ქართველი მხატვრებისთვის მასტერ-კლასების ჩატარებას, ასევე მნათ დახმარებას აპირებს.

თელავის სამხატვრო სკოლას მოსიაშვილი კლასიკოსი მხატვრების შესახებ 25 წიგნ-კატალოგს, ასევე ხატვისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს გადასცემს.

მოსიაშვილის დახმარებით, ივლისში ექვსი სიღნაღელი ბავშვი, რომლებიც ფრანგულ ენას სწავლობენ, ერთი თვით, ცოდნის გასაღრმავებლად, საფრანგეთში წასვლას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0