თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალაქებში სამტრედის მსგავსი „წიგნის ბუდეების“ დამონტაჟება დაიწყეს. აქედან წიგნის დროებით თხოვება და წაკითხვის შემდეგ დაბრუნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორზე გიორგი კეკელიძეზე დაყრდნობით.
„წიგნის ბუდეები“ უკვე გაჩნდა თბილისში – „მზიურის“ პარკში და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ასევე ქუთაისში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში.
უახლოეს მომავალში ახალი პროექტი განხორციელდება თელავსა და ბათუმში — ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ეზოში.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიზანია მოსახლეობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში.
აღსანიშნავია, რომ „წიგნის ბუდის“ შევსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ეროვნული ბიბლიოთეკა პერიოდულად განაახლებს წიგნების „სამტრედეებს“.