თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში ტბაზე მომხდარი შტორმის დროს მოზარდების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
„თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს”, — დაწერა კვირიკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე.
კარელიაში ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკ „პარკ-ოტელ სიამოზეროს“ ბავშვები და ინსტრუქტორები შაბათს ტბაზე შტორმში მოყვნენ. ტურისტულ ჯგუფში 51 ადამიანი იყო, აქედან ოთხი — უფროსი. ბოლო მონაცემებით, 14 ბავშვი დაიხრჩო, მათგან ერთის ცხედარი ჯერ ვერ უპოვიათ, მისი ძებნა გრძელდება.