თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სააგენტოს ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმრავლესობა მზადაა, განსაკუთრებულ შემთხვევებში სისხლის დონორი გახდეს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში თავისი სისხლის გაღებაზე თანახმაა გამოკითხულთა 46,9%, ხოლო 16,3% უკვე სისხლის დონორია.
სისხლის ჩაბარების ეშინია რესპონდენტთა 6,1%-ს, ხოლო ამის საშუალებას ჯანმრთელობა არ აძლევს- 30,6%-ს.
გამოკითხვის არცერთ მონაწილეს არ მიუცია ხმა პასუხისთვის: „არა, არასდროს ვყოფილვარ და არც მსურს დონორობა“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში მოხალისე დონორების რაოდენობა ბოლო წლებში 3-5%-იდან 25%-მდე გაიზარდა.
2015 წელს საქართველოში სისხლი თითქმის 68,4 ათასჯერ ჩააბარეს, აქედან 25%-მა — უსასყიდლოდ. 15% შემთხვევებში დონორი პაციენტის ნათესავი იყო — ყველა დანარჩენი — ფასიანი დონორი.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს სიახლეების მიღება 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე შეუძლიათ.