საქართველოს ევროკავშირის საგარეო უწყებების მინისტრების მხარდაჭერის იმედი აქვს

გამოწერა
ევროკავშირის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სავიზო საკითხს ორშაბათს განიხილავენ.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის შერბილებულ სავიზო რეჟიმს უკვე ზაფხულისთვის დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.

საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგ გერმანია წავიდა. მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ევროკომისიის რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

„რა თქმა უნდა, დადებითი მოლოდინები გვაქვს. ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებენ — ეს თემა დამატებით დისკუსიებს არ საჭიროებს. საუბარია კონკრეტულ თარიღზე, მექანიზმებზე, რაც საქართველოს პირდაპირ არ უკავშირდება… დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები ჩვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კვირიკაშვილის ვიზიტმა გერმანიაში აჩვენა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა თბილისს მხარს უჭერს, აღნიშნა დეპუტატმა, მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციის გადადება შიდაპოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტებმა აჩვენა, რომ ამ საკითხს სერიოზული მხარდაჭერა აქვს. არის თემა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, და ევროპის შიგნით უნდა განიხილონ გარკვეული მექანიზმები, რეგულაციები, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის — უკრაინისთვის“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპელი დიპლომატები საქართველოს უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს ორშაბათს ლუქსემბურგში განიხილავენ.

ევროპული სტრუქტურები ე. წ. მასობრივი მიგრაციის შეკავების მექანიზმის შექმნასა და დანერგვაზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით დიდი რაოდენობის ადამიანები ისარგებლებენ.

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტსდაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180–დან 90 დღემდე ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0