ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართულმა საგამოძიებო ჯგუფმა მოქმედებები დაასრულა

© FB/министерство обороны Грузии ქართული საგამოძიებო ჯგუფი
ქართული საგამოძიებო ჯგუფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიებას ქართული მხარე საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელებს.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც რვა წევრისგან შედგებოდა,  დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მცირეწლოვანებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების შესწავლას ისახავდა მიზნად, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

გრისლენ გეზენგე - Sputnik საქართველო
აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს ძალადობის ფაქტების გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადა

2016 წლის იანვარში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდრაად ალ ჰუსეინმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზარალებულებმა ჯერ კიდევ 2014 წელს უამბეს გაეროს წარმომადგენლებს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაუპატიურების ფაქტებზე, რომელთაგან სამმა ქართველ ჯარისკაცებს დაადო ხელი.

6 ივნისიდან ქართულმა საგამოძიებო ჯგუფმა ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანდასწრებით დაზარალებულები დაკითხეს. დაკითხვის პროცესი სამი დღე გრძელდებოდა, რომლის შემდეგაც მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს.

საგამოძიებო ჯგუფი სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შეჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას გაეცნო

სპეციალისტები საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელებენ გამოძიებას.

გამოძიების ჩატარებისთვის ქართული მხარე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ გრისლენ გეზენგეს შეუთანხმდა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ.  დღევანდელი მდგომარეობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხუთი სამხედრო მსახურობს, რომლებიც სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში შედიან.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება.

ყველა ახალი ამბავი
0