სტრასბურგის სასამართლომ ქართველი მოწმეების დაკითხვა დაასრულა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" 33 მოწმეს მოუსმინა.

თბილისი, 18 ივნისი  – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სტრასბურგში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ქართველ მოწმეთა მოსმენა გაემართა, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
საქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის შემდეგ მიიღო. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6-17 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 33 მოწმეს მოუსმინა.

მოწმეთა ვინაობა, მათი დაკითხვის დრო, ეპიზოდები თუ სხვა დეტალები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მკაცრად კონფიდენციალურია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს იუსტიციის სამინისტრო იცავს. 


ყველა ახალი ამბავი
0