კანცელარისთან თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშითამბაქოს საწინააღმდეგო აქცია
თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 35 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისი, 18 ივნისი  – Sputnik. „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“  მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აქცია სახელწოდებით „ნუ მაბოლებ“ გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი გაიზარდა

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას მოუწოდეს მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელს შეუშლიან მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები. პლენარულ სხდომაზე ცვლილებების გასატანად კი საჭიროა კანონპროექტზე მთავრობის დასკვნა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დასკვნის მთავრობისგან გამოგზავნა ჭიანურდება. 

მოძრაობის აქტივისტები კანონპროექტის მოსამზადებლად ვადას მთავრობას 21 ივნისამდე აძლევენ და წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურ საარჩევნო ყუთში ჩაყარეს ბიულეტინები, რომელსაც ეწერა, ”ხმას ვაძლევ მოსახლეობის ჯანმრთელობას”. 

მათი ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 35 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

 

ყველა ახალი ამბავი
0