რიო-დე-ჟანეიროს ხელისუფლებას ოლიმპიადის გასამართად ფინანსები არ ჰყოფნის

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშირიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტატის გუბერნატორმა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ფინანსური დახმარებისთვის მთავრობას მიმართა.

თბილისი, 18 ივნისი  – Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს შტატის ხელისუფლებამ სახელმწიფოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ფინანსური დახმარებისთვის მიმართა, იუწყება „როიტერი“ ბრაზილიის სახელმწიფო ხელისუფლების ოფიციალურ ბიულეტენზე დაყრდნობით. 

 თავისი თხოვნა შტატის გუბერნატორმა ნავთობზე მსოფლიო ფასების დაწევით ახსნა. 

ზიკას ვირუსი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები ქართველ სპორტსმენებს

ბრაზილიის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კონგრესს ქვეყნის პირველი პირის დილმა რუსეფის გადაყენებისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით სექტემბერში მიმართეს.

რუსეფის გადაყენების შემდეგ მაისის თვეში ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა ბრაზილიის ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. მაშინ ბრაზილიის სენატმა (55:22-ის წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურას.

ტემერმა, რომელმა ამ დღეებში რიო-დე-ჟანეირო მოინახულა, განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ყველა ვალდებულება შესრულდეს.

რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0