საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციები ქართველ სპორტსმენებს

© Photo: courtesy of Georgian National Olympic Committee ზიკას ვირუსი
ზიკას ვირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზიკას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბრაზილიაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებენ.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რიოს ოლიმპიადაში მონაწილე  ქართველ სპორტსმენებს  რეკომენდაციით მიმართა, რომელიც სპორტსმენებმა ბრაზილიაში ყოფნის განმავლობაში  ზიკას ვირუსის გავრცელების გამო უნდა გაითვალისწინონ.

5-21 აგვისტოს პერიოდში რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის XXXI  ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ამ ეტაპზე საქართველოდან ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 38-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად,  ოლიმპიური თამაშების სხვა ადგილზე გადატანის აუცილებლობა არ არსებობს.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ რიოს ოლიმპიადის 35-ე ლიცენზია მოიპოვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს თხოვნით მიმართავს ყურადღებით გაეცნონ სამედიცინო რჩევებს და შესაბამისი ინფორმაცია ოლიმპიური დელეგაციის წევრებს გადასცენ, რათა მათი ბრაზილიაში ყოფნა უსაფრთხო იყოს, ნათქვამია წერილში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ასევე „რიო 2016“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან მჭიდროდ ურთიერთობს და ზიკას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რეგულარუად ახორციელებს ბრაზილიაში არსებული ვითარების მონიტორინგს.

ყველა ახალი ამბავი
0