ეგვიპტის ექს-პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაიროს სასამართლომ ეგვიპტის ექს-პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. კაიროს სასამართლომ ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ მუჰამედ მურსი და მოძრაობა „მოძმე მუსლიმების“ ორი წარმომადგენელი ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

მიგრანტები - Sputnik საქართველო
ეგვიპტელ მილიარდერს მიგრანტების დასასახლებლად კუნძულის ყიდვა სურს

სასამართლოს ტრანსლირება ეგვიპტის ტელევიზიით ხდებოდა. ამასთან, ექვს ეჭვმიტანილს, მათ შორის სამ ჟურნალისტს, სასიკვდილო განაჩენი მიესაჯა.

გამოძიების ცნობით, საკუთარი მმართველობის პერიოდში მურსი ყატარის სპეცსამსახურებს საიდუმლო დოკუმენტებს უკანონოდ აწვდიდა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ 6 ადამიანი სცნო დამნაშავედ, თუმცა მურსისგან განსხვავებით, მათ სასჯელის უმაღლესი ფორმა —სიკვდილით დასჯა  შეეფარდათ.

ბრალდებულებს შორის, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ორი ჟურნალისტია.

მუჰამედ მურსი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ერთხელ უკვე გამოუტანეს, სასამართლოზე სიკვდილმისჯილების სპეციალურ ფორმაში ჩაცმული გამოცხადდა.

ეგვიპტის კანონმდებლობით, მურსსა და სხვა ბრალდებულებს შეუძლიათ  გაასაჩივრონ სასამართლო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია განაჩენი გააუქმოს და საქმის ხელახლა გადახედვა დაიწყოს.


ყველა ახალი ამბავი
0