ეგვიპტელ მილიარდერს მიგრანტების დასასახლებლად კუნძულის ყიდვა სურს

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტები
მიგრანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიარდერ ნაგიბ სავირისის სიტყვებით, მან საბერძნეთსა და იტალიას კუნძულის შეძენის სურვილით უკვე მიმართა. როგორც სავირისი განმარტავს, იგი კუნძულის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, მიგრანტები კი საკუთარ ახალ სამშობლოს ააშენებენ.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. ეგვიპტელმა მილიარდერმა ნაგიბ სავირისმა იტალიასა და საბერძნეთს  მიგრანტების დასასახლებლად კუნძულის ყიდვის თხოვნით მიმართა, ამის შესახებ მილიარდერმა სოციალურ ქსელ Twitter–ზე დაწერა.

„საბერძნეთო და იტალია, თქვენი კუნძულებიდან ერთი მომყიდეთ. მე მის დამოუკიდებლობას გამოვაცხადებს, მივიღებ მიგრანტებს და მათ სამსახურით უზრუნველვყოფ. ამ კუნძულზე ისინი საკუთარ ახალ სამშობლოს ააშენებენ“, – წერს სავირისი.

2015 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 340 ათას მიგრანტზე მეტი ჩავიდა. ექსპერტების მოსაზრებით, არალეგალი მიგრანტების საკითხი ამ პერიოდში ევროკავშირის წევრი–ქვეყნებისთვის მწვავე პრობლემად იქცა. 

გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, გაზრდილი მიგრაციის გამო, ევროკავშირის წევრი–ქვეყნების საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრის შესახებ ერთობლივი განცხადება 30 აგვისტოს გააკეთეს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის წინადადებას მიგრანტთა განთავსების მუდმივი სქემის შესახებ, 14 სექტემბერს განიხილავენ.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0