თბილისი, 18 — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-თან ერთად პროგრამის შემუშავებაზე შეუდგა, რომელიც უპატრონო და მზრუნველობამოკლებული ბავშვების განათლებას ითვალისწინებს, იუწყება სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით.
პროგრამაზე განაღლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის უწყებაც მუშაობს.
„უნდა შემუშავდეს იდენტიფიკაციის პროგრამები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც განათლების გარეშე დარჩნენ ან სწავლას ადრეულ ასაკში გაანებეს თავი… ჩვენ უკვე ახალ კონცეფციას ვამუშავებთ — ეს მობილური სკოლებია. თქვენ იცით, რომ ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი სკოლაში სიარულზე უარს ამბობს“, — განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
სამინისტროს სპეციალისტები თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ექვს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან თანამშრომლობენ. ამ ბავშვებისთვის კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება, რათა მოხდეს მათი დაინტერესება და მომზადება პირველ ეტაპზე სკოლაში და შემდგომ პროფსასწავლებელში სწავლისთვის.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის დღის ცენტრებში დაახლოებით 70 ბავშვი ირიცხება, რუსთავში-16, ხოლო ქუთაისში — 27 ბავშვი. ამასთან ერთად, თბილისის ბავშვთა თავშესაფარში 26 ბავშვი, ხოლო რუსთავში —11 ბავშვი დადის.
ბათგან 53% ქართველია, 17% — აზერბაიჯანელი, 25% ბოშა და 5% სხვადასხვა ეროვნების ბავშვი.