პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ ზუგდიდისა და გორის სოფლებს მოივლის

© photo: courtesy of Budrugana Gagraჩრდილების თეატრი
ჩრდილების თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილია კონცერტები, მწერლებთან შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები. პროექტი „საზღვრისპირა" სოფლების მოსახლეობისთვის ხორციელდება.

თბილისი, 18 июня — Sputnik. პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული და  საზღვრისპირა სოფლების  მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვას ისახავს მიზნად, შაბათს აიღებს სტარტს.

პროექტი, რომელიც  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, 18 ივნისს დაიწყება და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია უწყების მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.  

პროექტი კულტურულ პროცესებში საქართველოს იმ მოსახლეობის ჩართვას ისახავს მიზნად, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა და ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ცხოვრობს.

ქართველი მწერლები სოფელ რუხს შაბათს ეწვევიან და ადგილობრივებთან კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრებენ. 

წიგნის ბუდეები - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალაქებში „წიგნის ბუდეებს“ ამონტაჟებენ

შოთა რუსთაველის  850 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთველოლოგი ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექციას „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ და თანამედროვე კულტურული პროცესების განვითარების შესახებ მოკლე ექსკურსს ჩაატარებს.

სოფლის მკვიდრთ კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობაზე ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი სალომე კაპანაძე მოუთხრობს.

შეხვედრების პარალელურად, რუხის ციხეში კონცერტს გამართავს ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“.აქვე მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და კონცერტი როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით

ღონისძიებები გაიმართება ზუგდიდის კულტურის ცენტრში.  ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი"  წარმოადგენს სპექტაკლს „ბუდრუგანა-გაგრა“.

გარდა ამისა, ზუგდიდში დაგეგმილია უკანასკნელი პერიოდის სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც. 

ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცემა საჩუქრად.  პროექტი მრავალფეროვანი ღონისძიებებით 9 ივლისს — სოფელ დიცში, 6 აგვისტოს — განმუხურში, 3 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0