კანადაში ევთანაზია დაუშვეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადის პარლამენტმა ევთანაზიის ლეგალიზაციას, დიდი მსჯელობის შემდეგ, მხარი დაუჭირა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. კანადის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც მძიმედ დაავადებული ადამიანებისთვის ევთანაზია დასაშვები გახდა. კანონპროექტს სენატმა (უმაღლესი პალატა) დაუჭირა მხარი, იტყობინება ტელეარხი  CBC News-ი. 

შეხვედრა პეპი ბოჭორიშვილთან - Sputnik საქართველო
კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი, რომელსაც „რუსკაია პრემია“ მიენიჭა

კანონპროექტმა პარასკევს დედოფლის სანქცია მიიღო. მანამდე ამ დღესვე სენატში გამართულ კენჭისყრაზე აღნიშნულ პროექტს  66 —დან  44-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. 

კანადაში დიდხანს მსჯელობდნენ იმის შესახებ, დაეშვათ თუ არა ევთანაზია იმ ადამიანებისთვის, ვინც მძიმე დაავადებით იტანჯებიან, მაგრამ სიკვიდილის პირას არ არიან. თავიდან სენატმა ცვლილებები მიიღო, თუმცა ხუთშაბათს პალატამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს. საბოლოოდ აღნიშნული ცვლილება დამტკიცდა.

2015 წლის თებერვალში კანადის უმაღლესმა სასამართლომ ევთანაზიაზე აკრძალვა გააუქმა, რომელიც ქვეყანაში 1993 წლიდან მოქმედებდა.

მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ევთანაზია დაუშვეს, 2002 წელს ნიდერლანდები იყო, შემდეგ —  ბელგია, ლუქსემბურგი და შვეიცარია. აშშ-ში ევთანაზიის ლეგალიზება ოთხ შტატში მოხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0