ლაგოდეხში ფერების ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Артем Житенев / გადასვლა მედიაბანკშიფერების ფესტივალი
ფერების ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაგოდეხში ნებისმიერ მსურველ შეუძლია სხვადასხვა ფერის ფხვნილების სალუტების გაშვებას დაესწროს, უყუროს პარკურ–შოუს და სხვა გასართობ ღონისძიებაში ჩაერთოს. მთავარი პირობაა – არანაირი ალკოჰოლი.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. კახეთის ქალაქ ლაგოდეხში 19 ივნისს, სტადიონ „რანიზე“ ფერების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნიჭიერი მოქალაქეების ნამუშევრების გამოფენა, მოეწყობა შეჯიბრებები ფრენბურთში, ბაგირის დაძლევაში, ბადმინტონში, რგოლების მიზანში სროლა და სხვა სპორტული თამაშები. თითოეულ შეჯიბრებაში გამარჯვებული პირველი ხუთეული პრიზებს მიიღებს.

ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდება პარკურ–შოუ, სახეზე დახატვა და სხვა მრავალი გასართობი.

Tbilisi JAM! Fest - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ფესტივალი „Tbilisi JAM! Fest 2016“ სასულიერო პირებმა ჩაშალეს

მას შემდეგ, რაც ჰაერში სხვადასხვა ფერის საღებავებს (ფხვნილს) გაუშვებენ, ფესტივალი მოწვეული დიჯეის მუსიკით გაგრძელდება.

მას, ვინც არ დარეგისტრირებულა, მაგრამ ფესტივალს ეწვევა, ორგანიზატორები სხვადასხვა კულტურულ–გასართობ ღონისძიებაში ჩართვას სთავაზობენ. ფესტივალი 14–დან 22 საათამდე ჩატარდება.

ორგანიზატორების რჩევით, ფესტივალზე თეთრი ფერის ტანსაცმლით მისვლა ჯობია, რათა ფერადი სალუტის გაშვების შემდეგ ფერები ეფექტურად გამოიყოს. ფესტივალზე აკრძალულია ალკოჰოლი და ცხოველები.

ფერების ფესტივალი ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.


ყველა ახალი ამბავი
0