საქართველო ციხეების ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდა

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციხეების ევროპულ ორგანიზაციაში ქვეყნის მიღების გადაწყვეტილება ჰოლანდიაში ყოველწლიური სხდომის დროს მიიღეს.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების ევროპული ორგანიზაციის (Europris) სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიენიჭა, აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში ყოველწლიური სხდომის მსვლელობისას მიიღეს.

ღონისძიებაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბაქარ ჯიქია წარმოადგენდნენ. 

კახა კახიშვილი - Sputnik საქართველო
კახიშვილმა უწყების მიღწევებზე ისაუბრა

საქართველო ამ ორგანიზაციაში 2013 წლიდან ასოცირებული წევრის სტატუსით სარგებლობდა.

შეხვედრაზე განიხილეს სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მდგომარეობა დაწესებულებებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამედროვე კომუნიკაციისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენება და სხვა. 

ციხეების ევროპული ორგანიზაცია ევროკავშირის ორგანოა, რომელიც ევროპის ქვეყნებში პატიმართა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

ორგანიზაციის ერთ–ერთი მთავარი მიზანია გამეორებითი დანაშაულის რისკის შემცირება.

ციხეების ევროპული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ევროპის 27 ქვეყანაა.


ყველა ახალი ამბავი
0