ოპოზიციონერის ძმა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროებში ვანო მაჭავარიანის 25-წლიანი გამოცდილება უშიშროების საბჭოს მუშაობას წაადგება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.

მაჭავარიანი ირინა იმერლიშვილის მეოთხე მოადგილე გახდა.

„ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით“, — განაცხადა მიშველაძემ.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადება არ დაადასტურა

ვანო მაჭავარიანი მიხეილ მაჭავარიანის ძმაა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვანო მაჭავარიანი მისი მრჩეველი გახდა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მაგრამ 2014 წლის ზაფხულში თანამდებობა დატოვა.

2015 წლის ნოემბერში მაჭავარიანი „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა. ეს გაერთიანება მან მანამდე დატოვა, სანამ ბურჭულაძემ მიმდინარე წლის მაისში პარტია შექმნა.

ყველა ახალი ამბავი
0