ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ირლანდიელებთან წააგეს

© IRBრაგბი. საქართველოსა და ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრებები
რაგბი. საქართველოსა და ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში სამივე თამაში წააგო და ტურნირს გამოეთიშა. შემდეგი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს საქართველოში ჩატარდება.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik.  საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რაგბიში ირლანდილებთან მსოფლიო ჩემპიონატზე А ჯგუფის დასკვნით მატჩში ანგარიშით 7:35 წააგო. ჩემპიონატი ამ დღეებში ინგლისში მიმდინარეობს.

ილია მაისურაძის გუნდი შეხვედრის მეხუთე წუთზე უკვე დაწინაურდა. წარმატებული მცდელობა გააფორმა გუნდის კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო რეალიზება თავის ანგარიშზე დავით მოძღვრიშვილმა ჩაიწერა.

ახალზელანდიელ მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ქართველებთან მატჩის წინ - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ახალზელანდიელებთან მატჩი წააგეს

ამის შემდეგ მინდვრიდან ილია სპანდერაშვილი გააძევეს. ირლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და შესვენებისთვის უკვე 20:7 იგებდნენ.

ვითარება არ შეცვლილა მატჩის მეორე ნახევარში. ირლანდიელებმა დამაჯერებელი თამაში განაგრძეს. თამაშის ბოლოს მინდვრიდან კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე ლუკა გოგინავა გააძევეს.

ირლანდიის ნაკრები U-20 А ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება ქართველებს, მათ ჯგუფში სამივე მატჩი წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

რაგბი. ახალგაზრდული ნაკრების თამაში ირლანდიის წინააღმდეგ
რაგბი. ახალგაზრდული ნაკრების თამაში ირლანდიის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
რაგბი. ახალგაზრდული ნაკრების თამაში ირლანდიის წინააღმდეგ

მსოფლიოს ნახევარფინალში, ირლანდიასთან ერთად, გავიდნენ ინგლისის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები.


ყველა ახალი ამბავი
0