თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ქართველ რაგბისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-20) ინგლისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო ახალი ზელანდიის ნაკრებთან 0:55. ახალი ზელანდიის ნაკრებმა 9 ლელო დადო და 5 რეალიზაცია გამოიყენა.
ამავე A ჯგუფში ირლანდიამ მოუგო უელსს მინიმალური უპირატესობით 26:25.
შემდეგ ორთაბრძოლას ქართველი მორაგბეები 11 ივნისს უელსის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ირლანდიელ თანატოლებს შეხვდებიან.
U-20-ის მსოფლიო ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ქვეჯგუფად არიან დაყოფილი. ყოველი ქვეჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი ტურნირის ნახევარფინალის ოთხეულს შეადგენს.