გიორგი მარგველაშვილი: ქართველებს პოლიტიკოსები არ უყვართ

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს უყვარს ჟურნალისტები, მაგრამ არ უყვარს პოლიტიკოსები.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართველი ხალხს პოლიტიკა აინტერესებს, მაგრამ პოლიტიკოსები არ უყვარს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე, რომელიც მედიის როლს ეძღვნებოდა.

ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის  ორდღიანი კონფერენცია თბილისში ხუთშაბათს დაიწყო.

„ხალხს უყვარს მედიის წარმომადგენლები. საზოგადოებას არ ვუყვარვართ ჩვენ — პოლიტიკოსები, მაგრამ მიუხედავად ამისა,  ძალიან აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. სწორედ ეს პროცესი არის გარანტია ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთო დააკვირდება

მან ხაზი გაუსვა, რომ მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები, რომელსაც სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განვითარება ჰქვია. ეს პროცესები დიდადაა დამოკიდებული დამოუკიდებელ მედიაზე“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მაღალი დონის ჟურნალისტები ჰყავს.

ტელეკომპანია იმედი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მედიის განვითარების, ჩვენი მედიის საქმიანობის დონე, თუ რაოდენ კარგად არიან ერუდირებული ჩვენი ჟურნალისტები, რაოდენ კარგად არიან ისინი მომზადებული ინტერვიუსათვის. საქართველოში ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მედია დემოკრატიის მამოძრავებელი ერთერთი ძალაა“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

კონფერენცია პირველად ტარდება თბილისში GIPA–ს ორგანიზებით. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი, ამერიკელი ჟურნალისტები და მედიის კვლევის სპეციალისტები.

კონფერენციის ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო ჟურნალისტის კონკურსში გამარჯვებული, რომელსაც ჯილდოს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პულიტცერის პრემიის ლაურეატი ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0