თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან, — ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის ლამბერტო ზანიერის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყება. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, რომელიც ბიუჯეტს დამატებით 3 მლნ ლარი დაუჯდება.
ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ოთხთვიან პერიოდს მიესალმება.
საქართველოში 73 მოქმედი საარჩევნო ოლქი და 3,7 ათასი საარჩევნო უბანია.