თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია 4 თვით ადრე დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიხედვით ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები უფრო გრძელვადიან წინასაარჩევნო კამპანიაზე.
„საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება — ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, მივედით კონსესუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ შესაბამისი აქტი, ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ოთხი თვის განმავლობაში”, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.