პრეზიდენტი: არჩევნების იგნორირება „შავბნელი ძალების“ ხელშეწყობაა

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილის გამოკითხვის თანახმად, საქართველოში რესპონდენტთა 34% 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თავის ხმას „შავბნელ ძალებს“ მისცემს და „სახლში დაჯდომით ის ხელს აწერს მონობას“.

თბილისი - Sputnik საქართველო
სიაში 3,5 მლნ ამომრჩეველთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

აპრილში NDI-ს გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 34%-მა განაცხადა, რომ „ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, დიდი ალბათობით, მონაწილეობას არ მიიღებს“.

სახელმწიფოს მეთაურმა საჯარო ლექციაზე საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა მიუხედავად იმისა, თუ რომელ კანდიდატს მიანიჭებენ უპირატესობას. მარგველაშვილის განცხადებით, ის, ვინც საარჩევნო უბანზე მისვლას არ აპირებს, სინამდვილეში ხმას „შავბნელ ძალებს“ აძლევს, იუწყება საინფორმაციო „ნოვოსტი-გრუზია“ სააგენტო „პირველზე“ დაყრდნობით.

„მერე ეს ძალა მოგვიბრუნდება და გვკითხავს, რა ნიშნით მთხოვ დემოკრატიას? რა ნიშნით მთხოვ მედიის თავისუფლებას? შენ არ აგირჩევივარ მე. მაგრამ, თუ ხალხი, უბრალოდ, უარს იტყვის არჩევნებზე წასვლაზე, ის მოაწერს ხელს უუნარობას. სახლში დაჯდომით ის ხელს აწერს მონობას,“ — განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0