თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიის ინტერპოლის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ყაჩაღობისთვის ძებნილი, აზერბაიჯანის მოქალაქე „სარფის“ საბაჟო–გამშვებ პუნქტზე დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრესსამსახური.
დამნაშავე საქართველოდან თურქეთში გადასვლას ცდილობდა, როდესაც ის საქართველოს ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს.
ამ დროისათვის მისი გერმანიაში ექსტრადირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები ტარდება.
წლის დასაწყისიდან ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ინტერპოლის ხაზით ძებნილს აკავებენ. იანვარსა და მარტში თურქეთის სამი, აპრილში რუსეთის ერთი, ხოლო რამდენიმე დღის წინ უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.