მინისტრი ხიდაშელი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

გამოწერა
შეგვიძლია აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და უფრო გაძლიერებული გამოვა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს თავის უცხოელ კოლეგებთან. ის უკვე შეხვდა თურქეთის, უკრაინის, პოლონეთისა და ხორვატიის თავდაცვის მინისტრებს, ასევე, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს.

პენტაგონი - Sputnik საქართველო
პენტაგონში ხიდაშელმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხები განიხილა

ხიდაშელმა თურქეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი საქართველოში მოიწვია, სადაც შემდეგი სამმხრივი მინისტერიალის ჩატარება იგეგმება.

მინისტრის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, უკვე თბილისში ან ბათუმში გაიმართება, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმზე მოაწერენ ხელს, რაც ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა.

ხიდაშელისა და პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ანტონი მაჩიერევიჩთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმდინარეობა და ვარშავის სამიტზე საქართველოს მიმართ პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს; ხორვატ კოლეგასთან იოზიფ ბულიევიჩთან შეხვედრის მთავარი თემა კი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ვერშბოუსთან შეხვედრა, რომელზეც კომუნიკესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს; კომუნიკეს მიღებას ალიანსის წევრი ქვეყნები ვარშავის სამიტის შედეგების მიხედვით აპირებენ.

ვარშავის სამიტისგან, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება, საქართველო ელოდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და მოხსენებას ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ახალი დადებითი ასპექტების შესახებ. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ალიანსის სამიტზე არ გადაწყდება.

„განვიხილეთ საკითხები, რომლისგანაც ველოდებით პროგრესს, პროექტები, რომლის განხორციელებაც, სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს საქართველომ”, — განაცხადა ხიდაშელმა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა

მინისტრმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ვარშავის სამიტი ნატოსთან დაახლოების გზაზე საქართველო ბევრ შესაძლებლობას გაუხსნის.

„ერთი რამ, რაც შეგვიძლია აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა", — დასძინა ხიდაშელმა.

ნატოს წევრი ქვეყნები კომუნიკეს ყოველი სამიტის შემდეგ იღებენ. დოკუმენტში გაწერილია ალიანსის ქმედებების გეგმა უახლოესი ორი წლის განმავლობაში და წერილობით არის გამტკიცებული ალიანსის ზეპირი შეთანხმებები პარტნიორებთან.

ყველა ახალი ამბავი
0