პენტაგონში ხიდაშელმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხები განიხილა

გამოწერა
ვარშავის სამიტამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბლოკის წევრ ქვეყნებში ტურნეს აგრძელებს. ამ დღეებში ხიდაშელი აშშ-ის წარმომადგენლებს ხვდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ერთობლივი სამხედრო წვრთნების, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა.

„ბუნებრივია, როდესაც სამუშაო ვიზიტით ხარ ჩამოსული, მთავარი ამოცანაა, დეტალურად გაიარო ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობას და ურთიერთობებს ეხება. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ბევრი მიმართულება გვაქვს გასააქტიურებელი და კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვარშავის სამიტის წინ ასეთი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, ზუსტი მოლოდინი გვქონდეს, თუ რა შეიძლება იყოს ვარშავის სამიტის შედეგი", — ციტირებს ხიდაშელის სიტყვებს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს ტოუნსენდი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფელება და აშშ აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რათა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ყოველთვის იყო საინტერესო და „მუდმივად განახლებადი“. გარდა ამისა, ხიდაშელმა არ გამორიცხა, რომ ახლო მომავალში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების სფეროში ბევრი სიახლე იქნება.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ნატოს სამიტისგან მკაფიო გადაწყვეტილებებს ელოდება

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რომელიც საქართველომ 2014 წლის უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი ვაშინგონში 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა. ქარტიის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.

დოკუმენტი პარტნიორული კავშირების გაფართოებასა და თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

გიორგი მარგველაშვილი და მარტინ შულცი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია

აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში იმყოფება, სადაც ის 1 ივნისს გაემგზავრა ვარშავის სამიტისთვის მზადების ფარგლებში.

ხიდაშელი უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს და ასევე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში.

პირველი ქვეყანა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ეწვია, პოლონეთი იყო. ხიდაშელმა 2 ივნისს მონაწილეობა მიიღო ვროცლავის გლობალურ ფორუმში.

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ტურნეს თინათინ ხიდაშელი ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორთა მინისტერიალში მონაწილეობით დაასრულებს, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე 14-15 ივნისს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0