არჩევნების დღეს პოლიციის უფლებები, შესაძლოა, გაიზარდოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ დეპუტატები შესწორებებს მიიღებენ, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან პოლიციელების ყოფნა ამომრჩეველზე ზეწოლად აღარ შეფასდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თუ საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესწორებებს დაამტკიცებს, პოლიციელებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან ყოფნის უფლება ექნებათ.

ამჟამად კანონი პოლიციას საარჩევნო უბანზე ან უბანთან ყოფნის ნებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ მას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოიძახებს არჩევნების ჩაშლის საფრთხისას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხოების მიზნით.

ახალი რედაქციით, პოლიციის გამოძახების საფუძველი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე საარჩევნო უბანზე ან უბანთან. წესრიგის დამყარების შემდეგ პოლიციელებმა უბანი უნდა დატოვონ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნებისას ჩხუბში მონაწილეებს დააპატიმრებენ

თუ საქმე მიმდებარე ტერიტორიას შეეხება, მაშინ, აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიციელს ადგილზე მისვლა და იქ ყოფნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე შეუძლია, აღნიშნულია კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამგვარად, პოლიციის ყოფნა საარჩევნო უბანთან არ იქნება განხილული, როგორც ზეწოლა ამომრჩეველზე.

ზომების გამკაცრება ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების დღეს სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა აუცილებელი.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესწორებები ჯერ საპარლამენტო კომიტეტებმა უნდა განიხილონ. ამის შემდეგ ის კენჭისყრაზე გავა. დეპუტატებმა კანონპროექტი სამი მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

ყველა ახალი ამბავი
0