საქართველოში არჩევნებისას ჩხუბში მონაწილეებს დააპატიმრებენ

გამოწერა
იუსტიციის სამინისტრო არჩევნებისწინა პერიოდში ან უშუალოდ არჩევნებისას ფიზიკური დაპირისპირების მოწყობისთვის კანონის გამკაცრების წინადადებით გამოდის.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებენ. ცვლილებები წინასაარჩევნო კამპანიისას ან არჩევნების დღეს ძალადობის ნებისმიერი გამოვლენისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

ცვლილებები მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის 22 მაისს სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის შენობის სიახლოვეს აგიტაციისას ან წინასაარჩევნო ღონისძიებისას ფიზიკური დაპირისპირება ან მუქარა ჯარიმით ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს ბრალი წარედგინათ

თუ წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებაში პირი მსუბუქად დაშავდება, კანონპროექტის ავტორების წინადადებით, დამნაშავე ჯარიმით ან სამი წლით  თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება ჯგუფურ სახეს მიიღებს, ცვლილებები ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტი უკვე განთავსებულია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც კომიტეტებზე განიხილება და სამი წაკითხვით იქნება მიღებული.

ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

ყველა ახალი ამბავი
0